ISO 45001
- ISO 45001 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემებში, სტანდარტის გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციას, მისი ზომის, მრეწველობის დარგის და ადგილმდებარეობის მიუხედავად;
- ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტი ანაცვლებს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ OHSAS 18001-ს. ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ OHSAS 18001, მიეცათ 3 წლიანი ვადა ISO 45001 სტანდარტზე გადასასვლელად;
- 45001:2018 სერტიფიცირებით ორგანიზაცია იმაღლებს რეპუტაციას როგორც მომხმარებლებთან, ისე დასაქმებულებთან;
- ISO 45001:2018 მიზნად ისახავს შეამციროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები (2.78 მილიონი სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და 374 მილიონი სამუშაოზე მიღებული ტრავმა), რომელიც ხდება ყოველწლიურად;
- ISO 45001 ხელს უწყობს დასაქმებულთა მეტ დაინტერესებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
- ISO-ს შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი თანხვერდაშია SL დანართთან – აქვს ისეთივე სტრუქტურა, როგორიც ISO 9001:2015 და ISO 14001:2015 სტანდარტებს.